როგორ მუშაობს

ერთი მოთხოვნიდან
შესაბამის შეთავაზებამდე

მყიდველი აღწერს საჭიროებას, BuildMap ამუშავებს მოთხოვნას და აკავშირებს შესაბამისი პროდუქციის მომწოდებლებთან.

მყიდველისთვის

როგორ მიიღებ შეთავაზებებს

  1. 01

    შექმენი ანგარიში

    დარეგისტრირდი როგორც ფიზიკური პირი ან კომპანია და გაიარე მონაცემების ვერიფიკაცია.

  2. 02

    აღწერე რა გჭირდება

    ჩვეულებრივი ტექსტით მიუთითე მასალა, რაოდენობა, მახასიათებლები და მიწოდების ადგილი.

  3. 03

    მოთხოვნა დამუშავდება

    BuildMap მოთხოვნიდან გამოყოფს საჭირო პროდუქტებსა და პირობებს, რათა ინფორმაცია მომწოდებლისთვის გასაგები იყოს.

  4. 04

    შეირჩევიან შესაბამისი მომწოდებლები

    მოთხოვნა გადაეგზავნება მხოლოდ იმ გამყიდველებს, რომლებსაც შესაბამისი პროდუქციის მიმართულება აქვთ მონიშნული.

  5. 05

    მიიღე და შეადარე შეთავაზებები

    ერთ სივრცეში ნახე ფასი, მიწოდების ვადა და სხვა პირობები, შემდეგ აირჩიე სასურველი ვარიანტი.

გამყიდველისთვის

როგორ მიიღებ მოთხოვნებს

  1. 01

    დაარეგისტრირე კომპანია

    შეავსე კომპანიისა და წარმომადგენლის მონაცემები და ატვირთე ვერიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტები.

  2. 02

    აირჩიე პროდუქციის მიმართულებები

    მონიშნე კონკრეტული კატეგორიები და ქვეკატეგორიები, რომლებზეც მოთხოვნების მიღება გსურს.

  3. 03

    მიიღე შესაბამისი მოთხოვნები

    ანგარიშში გამოჩნდება შენს მიმართულებებთან დაკავშირებული მყიდველების მოთხოვნები.

  4. 04

    გაგზავნე შეთავაზება

    მიუთითე ფასი, ხელმისაწვდომობა, მიწოდების პირობები და შეთავაზების მოქმედების ვადა.

  5. 05

    მართე მოთხოვნები ერთ სივრცეში

    თვალი ადევნე ახალ, პასუხგაცემულ და დასრულებულ მოთხოვნებს გამყიდველის სამუშაო სივრციდან.

შესაბამისობის პრინციპი

ყველა მოთხოვნა ყველა გამყიდველთან არ იგზავნება

01მყიდველის ტექსტი

მასალა, რაოდენობა და მიწოდების პირობები

02დამუშავება

პროდუქტებისა და მახასიათებლების ამოცნობა

03შესაბამისი გამყიდველები

შერჩევა მონიშნული კატეგორიების მიხედვით

მყიდველისთვისსერვისის გამოყენება უფასოა

მყიდველი მოთხოვნის გაგზავნისა და შეთავაზებების მიღებისთვის ყოველთვიურ საფასურს არ იხდის.

გამყიდველისთვის99 ₾ ყოველთვიური გამოწერა

გამოწერა იწყება მხოლოდ კომპანიის ვერიფიკაციისა და ანგარიშის გააქტიურების შემდეგ.

კონფიდენციალურობასაკონტაქტო ინფორმაცია დაცულია

მყიდველის ტელეფონის ნომერი გამყიდველს თანხმობის გარეშე არ გადაეცემა.

კონტროლირებული პროცესი

მოთხოვნას საბოლოოდ ადმინისტრატორი ამოწმებს

გაგზავნამდე მოწმდება მოთხოვნის სისწორე და მიმღები მომწოდებლების შესაბამისობა. მყიდველს ასევე შეუძლია მიუთითოს კომპანიები, რომლებთანაც მოთხოვნის გაგზავნა არ სურს.

აირჩიე შენი როლი

დაიწყე BuildMap-ის გამოყენება